23:02 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-07 13:07:13, 1917 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - საზღვრების გახსნაზე ქვეყნებთან ინდივიდუალურად ვმუშაობთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საზღვრების გახსნაზე ქვეყნებთან ინდივიდუალური მუშაობა მიმდინარეობს.

მისი თქმით, გამოკვეთილია გარკვეული ქვეყნები, სადაც ეპიდსიტუაცია საქართველოს მსგავსია, ამიტომაც ამ ქვეყნებიდან ფრენების აღდგენას საქართველოს ეპიდსიტიუაციაზე უარყოფითი გავლენა არ ექნება.

„საქართველო ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად მოხდა იმ 15 ქვეყნის სიაში, რომელსაც ევროკავშირი აღიარებს როგორც მწვანე ქვეყანას და შესაბამისად, მზად არის რომ გაუხსნას საზღვრები. აქ არის გამოკვეთილი გარკვეული ქვეყნები, სადაც ეპიდსიტუაცია საქართველოს მსგავსია. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნებიდან ფრენების აღდგენას არ ექნება საქართველოს ეპიდსიტიუაციაზე უარყოფითი გავლენა. ჩვენ დღეს ვმუშაობთ ინდივიდუალურად ქვეყნებთან, რათა მოხდეს დეტალურად შეთანხმება, თუ რომელი პირობები იქნება დაცული იმ შემთხვევაში თუ ქართველი მგზავრი იმგზავრებს ევროპის მიმართულებით ან პირიქით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics