|
2015-01-28 10:46:00, 1953 ნახვა
სამართალი
მანანა კობახიძე ეკა ყურშიტაშვილის ქმედებას ხულიგნობად აფასებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე მოქალაქე ეკა ყურშიტაშვილის ქმედებას ხულიგნობად აფასებს. როგორც კობახიძემ "რუსთავი2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, დაუშვებელია და ხულიგნობაა, როცა მოქალაქე წესებს არღვევს და სამართალდამცავს აგინებს. ამასთან, კობახიძის აზრით, პატრულის ქმედებაც არაადეკვატური იყო. "ის, რაც ქალბატონს ეხება, ვიტყოდი, აბსოლუტურად ამორალურია, დაუშვებელია, ეს არის სამართალდარღვა. ჩვეულებრივი ხულიგნობაა, როდესაც სამართალდამცავს აგინებ. არ ემორჩილები მის კანონიერ მოთხოვნას. ეს სრულიად დაუშვებელი რამაა.მაგრამ მეორეა, როგორ მოქმედებს პატრული. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, პატრული მთლად ადეკვატური არ იყო ამ შემთხვევაში. არ შეიძლება ამდენი ალაპარაკო და ასე მისცე საშუალება გაგინონ",-განაცხადა მანანა კობახიძემ. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ჩანაწერები გაავრცელეს, სადაც ყურშიტაშვილი პატრულის თანამშრომლებს უწმაწური სიტყვით მიმართავს და ეუბნება, რომ ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით ცინარიძის ახლობელია. აღსანიშნავია, რომ ეკა ყურშიტაშვილი სოციალურ ქსელში აღნიშნული ჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება და ამბობს: „არავის საქმე არაა ვის როგორ ვაგინებ“, შემდეგ კი, „ფეისბუქს“ აუქმებს. ცოტა მოგვიანებით კომენტარს აკეთებს და უარყოფს, რომ იმ მომენტში ის დავით ცინარიძეს ურეკავდა. „არანაირ დავით ცინარიძეს არ ვურეკავ. ჩემს მეგობარს ვურეკავდი. სამ თვეში 5500 ლარი გადავიხადე ჯარიმა და დავით ცინარიძეს რომ ვიცნობდე, ამდენ ჯარიმას არ გადავიხდიდი. გავეღადავე პატრულს. როცა ჭამენ ამნაირი იდიოტი პატრულები, უნდა აჭამო. დავით ცინარიძეს ასი წელი არ დავურეკავ და შეურაცხყოფას არ მივაყენებ, მით უფრო, რომ არც ვიცნობ“, - განაცხადა ეკა ყურშიტაშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)