|
2020-07-01 18:26:39, 2600 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - ვისაც პრობლემა აქვს, ყველასთვის კვოტების მიცემა დემოკრატიის გაუქმებაა
„ვისაც პრობლემა აქვს, ყველასთვის კვოტები მიიღო, ეს დემოკრატიის გაუქმებაა“ , - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში უმძიმესი პირობებია ქალთა და უმცირესობების უფლებების მხრივ თუმცა ყველასთვის კვოტების შექმნა მიუღებელია. “არ შეიძლება იმ მიზეზების გამო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს - ზეწოლა, დისკრიმინაცია, მიზეზებთან ბრძოლის მაგივრად შედეგი დააყენო ხელოვნურად, პირიქით, იგივე საქმეს აფუჭებ და ისე აყენებ საქმეს, თითქოს ქალებს თავისით არ შეუძლიათ მიღწევა თუ ხელს არ შეუშლის ვინმე ფიზიკურად? ესაა ყველაზე დიდი შეცდომა, თავისუფლების და ქალთა უფლებების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. კვოტები არაა მისაღები, არა იმიტომ, რომ პრობლემა არ არსებობს. უმძიმესი პრობლემები გვაქვს ქალთა უფლებების მიმართულებით, მაგრამ ამ გზით წასვლა, რომ ყველას, ვისაც პრობლემა აქვს, მათთვის კვოტები მიიღო, არის დემოკრატიის გაუქმება, ამ ჯგუფების დაღუპვა. იმის მაგივრად, რომ ებრძოლო მათ, ვინც ქალებს უყურებს როგორც მეორეხარისხოვან მოქალაქეებს და ასეთები სხედან დარბაზში და ხმას აძლევენ ფარისევლურად, როდესაც თვითონ იმეორებდნენ, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია. ახლა უნდათ, რომ თოჯინებად ჰყავდეთ. ეს არის შეურაცხყოფა ქალების და შედეგსაც არ გამოიღებს”,- განაცხადა ბოკერიამ.
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
გომეწრის ხეობაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)