17:27 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-01 11:27:48, 2288 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე საარჩევნო კოდექსზე - ეს კანონი მორგებულია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ინტერესებზე

„ეს კანონი(საარჩევნო კოდექსი) მორგებულია პირდაპირ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ინტერესებზე“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ეუთო/ოდირის 27 რეკომენდაციიდან შესრულებულია მხოლოდ 3, ნახევრად შესრულებულია 7, საერთოდ შეუსრულებელია 17

„ეუთო/ოდირის 27 რეკომენდაციიდან შესრულებულია მხოლოდ 3, ნახევრად შესრულებულია 7, საერთოდ შეუსრულებელია 17. ეს კანონი მორგებულია პირდაპირ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ინტერესებზე. დაფინანსებაც კი ისე გაკეთებული, რომ საერთოდ არ აინტერესებს ადგილობრივი თვითმმართველობა და ადგილობრივი არჩევნები. დაფინანსება მიბმულია მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე.  თითქოს და ქვეყანაში სხვა არჩევნები არ იყოს. გაფუჭებულია სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მაუწყებლობასთან დაკავშირებით, რეკლამა იქნება თუ სხვა რამ, ფაქტობრივად, შემოდის ცენზურა“, - განაცხადა გოცირიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics