|
2020-06-30 15:23:32, 1615 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს. ირაკლი ღარიბაშვილმა კელი დეგნანს თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიანი გეგმა გააცნო, რომელიც ითვალისწინებს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, შეიარაღების მოდერნიზაციას, ტერიტორიული თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკაზე ორიენტირებული წვრთნების ზრდას, საჰაერო თავდაცვისა და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერებას, ტოტალური თავდაცვის პოლიტიკის განხორციელებასა და სამხედრო ინდუსტრიის განვითარებას. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართულ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, როგორიცაა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), მზარდი საგარეო დაფინანსება (FMF) და ერთობლივი წვრთნები. ასევე, განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ქართველი სამხედროების წვლილი. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში დაგეგმილ ორმხრივ კონსულტაციებს (BDC). თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე წარმატებული რეფორმების მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)