17:26 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-29 20:39:21, 1605 ნახვა

პოლიტიკა
გახარია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე -  ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს შევიკავებ

„ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს შევიკავებ“ -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ქართული მხარე მეტს ვეღარ ჩაერევა.

„გერმანიის მხარემ თქვა, რომ არის გარკვეული ინფორმაცია პროკურატურის გამოძიებიდან გამომდინარე. მაგრამ სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ჩვენ თავს შევიკავებთო - იგივე პოზიცია გვაქვს ჩვენც, რადგან ამ საკითხზე შეთანხმებულები ვართ.  ქართული მხარე აქტიურად იყო ჩართული ამ გამოძიებაში ტავის პარტნიორებთან ერთად", -  განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში, ქალაქ ბერლინში 2019 წელს მოკლული იპოვეს. პროკურატურამ დამნაშავე 18 ივნისს დააკავა და მკვლელობაში რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები დაადანაშაულა. რის შემდეგაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთი ელჩი დაიბარეს, ელჩმა  ახალი სანქციების დაწესებას საპასუხო რეაგირებით დაემუქრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics