|
2020-06-27 13:03:52, 2866 ნახვა
კომენტარი
კახიძე აშშ-ის თავდაცვის აქტზე - მმართველ გუნდს გაფრთხილებებით და მოწოდებებით აღარ ესაუბრებიან, მოქმედებაზე გადავიდნენ
მმართველ გუნდს გაფრთხილებებით და მოწოდებებით აღარ ესაუბრებიან, მოქმედებაზე გადავიდნენ, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე აშშ-ის თავდაცვის აქტში შეტანილ ცვლილებებს. მისი თქმით, აქტში აღნიშნულია, რომ 8 მარტის შეთანხმების მიუხედავად გიორგი რურუა ისევ პატიმრობაშია. „გაფრთხილებებით და მოწოდებებით აღარ ესაუბრებიან, გადავიდნენ მოქმედებაზე. ეს არის უკვე დამატება კანონში, სენატის აქტში, რომელიც ეხება საქართველო-ამერიკის თანამშრომლობას. პირდაპირ წერია აღნიშნულ აქტში, რომ გიორგი რურუა მიუხედავად 8 მარტის შეთანხმებისა, კვლავ რჩება პატიმრობაში. რაც შეეხება მოიხსენიეს თუ არა რურუა პატიმრად, წაიკითხონ საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, რიშის განცხადება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ. ცნობისთვის, აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტში ცვლილებები შედის, ცვლილებები სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმს რიშმა წარმოადგინა. ცვლილებებში ვკითხულობთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ ქვეყანა აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს. დოკუმენტში საუბარია 8 მარტის შეთანხმებაზე და იმაზე, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)