|
2020-06-26 15:41:10, 3464 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - ქალბატონმა ელენე ხოშტარიამ გადაეცით სუს-სა და ბიძინა ივანიშვილს, რომ „ფეხებზე გვკიდიაო“ და რავიცი იქნებ იქითაც გეკითხათ?
„ქალბატონმა ელენემ გადაეცით სუს-სა და ბიძინა ივანიშვილს, რომ „ფეხებზე გვკიდიაო“ და რავიცი იქნებ იქითაც გეკითხათ რა დამოკიდებულება აქვთ მათ თქვენნაირი ძლიერი ოპოზიციის მიმართ“, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „გოცირიძე დადგა „ფეიქ ნიუსების“ მხარეს, როგორც ეს გააკეთეს მაშინ, როდესაც კოვიდინფექციის წინაშე დადგნენ. რატიანმა სპეკულაცია გააღრმავა და კონკრეტულ დაშავებულ ადამიანზე თქვა, რომ აღიარეს დაზარალებულადო და შეუძლებელი არ იცოდეს, რომ დაზარალებულად ცნობა ხდება და არა აღიარება, ამ სიტყვაშიც კი სპეკულირებენ. ნატო ჩხეიძემ ლოკალური ამნეზია ახსენა და ქალბატონ ნატოს გავახსენებ, რომ ჟურნალისტებზე არის ხელფასები დასარიგებელი თუ არ ახსოვს შევახსენებ, სანამ ამ თემებზე ილაპარაკებს. ირაკლი აბესაძეუფრო ღრმად შევიდა სპეკულაციურ თემებში და ხალხი უარს ამბობს უპერსპექტივო განცდით მუშაობაზეო. კანდელაკი აქეთ საუბრობს გავრილოვზე, თავად გახლავთ ცნობილი რეზოლუციის ხელმომწერი. დაბოლოს ქალბატონმა ელენემ გადაეცით სუს-სა და ბიძინა ივანიშვილს, რომ ფეხებზე გვკიდიაო და რავიცი იქნებ იქით გეკითხათ რა დამოკიდებულება აქვთ მათ თქვენნაირი ძლიერი ოპოზიციის მიმართ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელენე ხოშტარია გამოეხმაურა ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების სუს-ში დაბარებას და მმართველ გუნდს მოუწოდა გადაეცათ სუს-ისა და ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ მათ ისინი „ფეხებზე ჰკიდიათ“.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)