|
2020-06-25 16:49:20, 1881 ნახვა
პოლიტიკა
კახიძე - ადამიანის უფლებათა კომიტეტი სუს-ის და პროკურატურის მხარესაა
ადამიანის უფლებათა კომიტეტი სუს-ის და პროკურატურის მხარესაა , - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პრემიერის წლიური ანგარიშის წარდგენაზე, რომელიც ხვალ გაიმართება, მათ გიორგი გახარიასთან მწვავე კითხვები ექნებათ. “ანგარიშში წერია პირდაპირ, რომ ხელისუფლებამ მტკიცებულებები არ ამოიღო. ხელისუფლებამ მტკიცებულებები არ ამოიღო, ია კერზაიას საქმეზე, ხორავას ქუჩის საქმეზე, მაჩალიკაშვილის საქმეზე. ხელი დააფარეს კონკრეტულ ფიგურანტებს. რაც შეეხება რეაგირებას, ყველა ამ საქმეზე ხელისუფლებამ რა დაკვეთაც მისცა გამოძიებას, ეს დაკვეთა სრულდება. საქმის ფიგურები არიან მართლმსაჯულების მიღმა "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნების გამო ეს ყველაფერი ანგარიშში ძალიან კვალიფიციურად არის აღწერილი. 2013-2019 წლებში 107 რეკომენდაციაა სახალხო დამცველის მხრიდან, რომ ხელისუფლებას და პროკურატურას რეაგირება მოეხდინა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, თუმცა არც ერთ ფაქტზე არ დამდგარა შედეგი. ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ადამიანის უფლებების მხარეს არ არის. ის არის სუს-ის მხარეს, პროკურატურის მხარეს. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, სადაც პრემიერი წლიურ ანგარიშს წარადგენს, კითხვები აუცილებლად გვექნება. პრემიერ-მინისტრი ჩვენს ქვეყანაში არ არის პრემიერ-მინისტრი. ის არის ივანიშვილის თანაშემწე. ის არ არის გადაწყვეტილების მიმღები ფიგურა. ხვალ ჩვენი კითხვები შეეხება 20 ივნისს, ღამეს, სადაც ადამიანებს თვალები დათხარეს. ვისაუბრებთ სიღარიბეზე და ეკონომიკურ სიდუხჭირეზე. ოქტომბერში კი, ხალხი ხელისუფლებას პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს” , - განაცხადა ოთარ კახიძემ
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)