|
2020-06-24 12:20:14, 9801 ნახვა
სამხედრო
რეკრუტების ახალმა ნაკადმა საწყისი საბრძოლო მომზადება სიახლეებით დაიწყო
პირველად საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაში, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე (BCT) ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას მიიღებენ. აქამდე, სამთვიანი კურსის გავლა, საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე, ანაზღაურების გარეშე ხდებოდა. კიდევ ერთი სიახლე, რაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის მსურველებს დახვდათ, თანამედროვე, ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების ინფრასტრუქტურაა. დღეიდან 319 რეკრუტი სამხედრო ცხოვრების პირველ ეტაპს ვაზიანში, საწყისი საბრძოლო მომზადების (CTC) ცენტრში გაივლის, საველე სწავლებები კი, ვაზიანის აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულებისას, რეკრუტები სამხედრო ფიცს დადებენ და საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრები გახდებიან. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში გამგზავრებამდე რეკრუტებს მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ტესტირება, თერმოსკრინინგი და შესაბამისი გამოკითხვა ჩაუტარდათ. საწყისი საბრძოლო მომზადების პირველი ეტაპი კი, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში დაიწყეს. გორში მათ სამხედრო ფორმები დაურიგდათ და ინსტრუქტაჟის შემდეგ ჯგუფებში გადანაწილდნენ. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში BCT კურსის თეორიული ნაწილი 11 დღე გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც რეკრუტებმა სამწყობრო მომზადება, ტაქტიკა, ნავიგაცია, საცეცხლე მომზადება, კავშირგაბმულობა, პირველადი სამედიცინო დახმარება და საქართველოს სამხედრო ისტორია შეისწავლეს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)