14:31 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-23 21:49:15, 1539 ნახვა

პოლიტიკა
კახიძე - თბილისის ორ მაჟორიტარზე მიდის კონსულტაციები

თბილისის ორ მაჟორიტარზე მიდის კონსულტაციები , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ოპოზიცია რეგიონებში ერთმანეთს დაუჭერს მხარს პირველივე ტურში გაიმარჯვებენ.

„თბილისის ორ მაჟორიტარზე მიდის კონსულტაციები - არ ნიშნავს, რომ საკითხი გადადებულია. რეგიონებშიც შეიძლება ამ სცენარზე ვისაუბროთ. პრაგმატულად შეიძლება გვაწყობდეს. მეორე ტურში, მას შემდეგ რაც დავუჭირეთ მხარე გრიგოლ ვაშაძეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მან თელავსა და რუსთავში მოიგო. „ევროპული საქართველო“ თუ მათ დაუჭერს მხარს, პირველივე ტურში იქნება გამარჯვება, საპასუხოდ თუ ისინი თერჯოლასა და ხონში დაგვიჭერენ მხარს, შეგვიძლია პირველივე ტურში გამარჯვება. ორმხრივად უნდა იყოს ეს სასარგებლო. თუ არ დარწმუნდებიან, დააყენებენ კანდიდატს ყველგან, დავაყენებთ ჩვენც და ვნახავთ, რა იქნება შედეგი", - განაცხადა კახიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics