14:30 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-23 12:51:06, 1896 ნახვა

პოლიტიკა
ხუნდაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე - „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა მცდელობა, გადამრჩენლის როლში ყოფილიყო, მაგრამ ხმები მათ გარეშეც საკმარისია

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენაზე „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა მცდელობა, რომ გადამრჩენლის როლში ყოფილიყო.

მისი თქმით, ცვლილებების მისაღებად ხმები მათ გარეშეც საკმარისია.

„საკონსტიტუციო ცვლილებას ექნება იმდენი ხმა, რაც დააფიქსირებს მის მესამე მოსმენისთვის მომზადებას ისე, რომ საკმარისი ხმები იქნება. ოპოზიციას და განსაკუთრებით „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა მცდელობა, რომ გადამრჩენლის როლში ყოფილიყო, თითქოს ხმები არ იყო საკმარისი და მათი დარბაზში ყოფნით გადარჩებოდა ეს კანონპროექტი. ეს ასე არ აღმოცნდა, რადგან საკმარისია ხმები მათ გარეშეც. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ თუკი ისინი მიიღებენ მონაწილეობას მათთვის არის უკეთესი, მაგრამ თვითონ კანონპროექტს ექნება მათ გარეშეც მხარდაჭერა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics