|
2020-06-23 11:23:37, 1926 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ ჩირუხის მთაში მოიალაღეები მოინახულა
შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ჩირუხის მთაში იმყოფებოდა. საზაფხულო იალაღებზე შუბნის, ოლადაურის, უჩამბის და დღვანის სეზონურად მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მთაში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა. მთაში მყოფ ადგილობრივებს ტკბილეული, ბავშვებს საჩუქრად ბურთები, ხოლო რამდენიმე სხვადასხვა საჭიროებების მქონე ბენეფიციარს აჭარის მთავრობის სახელით სასურსათო კალათები მიუტანა და ჯანმრთელობა უსურვა. ადგილობრივებს შუახევის მერმა, ხეობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფციაზე ესაუბრა. ჩირუხი, როგორც ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის, სოფლის ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის, ხეობის კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების პოპულარიზაციას, ასევე დასაქმებასა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას. ფრიდონ ფუტკარაძე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის შუახევის განყოფილების უფროს ედნარ შარაშიძესთან ერთად ჩირუხის სხვადასხვა უბნებში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ,,შევხვდი მოიალაღეებს და ადგილზე გავეცანი მთაში არსებულ ვითარებას. ვესაუბრე ჩირუხის მთის განვითარებაზე, მიმდინარე პროექტებზე და ინფრასტრუქტურაზე. აღსანიშნავია, რომ მთის სეზონის გახსნამდე მთებში გაიწმინდა მისასვლელი გზები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მთაში, სხვადსხვა უნების გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება ელექტროენერგია. მალე ამოქმედდება იალაღებზე უფასოდ გადაყვანის პროგრამა, რომლითაც ისარგებლებენ როგორც ადგილობრივები ასევე ტურისტები“-აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)