|
2020-06-23 10:18:05, 1419 ნახვა
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ (EU -ACT)“ - ფარგლებში, სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახაბერ საბანაძე და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე, კატალინ გერმანი ესწრებოდნენ. აღჭურვილობა გააუმჯობესებს ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სამინისტროს შესაძლებლობებს, რაც ხელს შეუწყობს უწყების წარმატებულ საქმიანობას. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ (EU -ACT)“ საქართველოში 2017 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ ეფექტიანად ებრძოლონ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულს. ევროკავშირი მრავალი წელია თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ახორციელებს პროგრამებსა და პროექტებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ოჯახში ძალადობა, საზღვრის ინტეგრირებული მართვა და სხვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)