|
2020-06-22 14:53:08, 16977 ნახვა
ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 18 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთ-ერთი მართვით სუნთქვაზეა
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მათ კლინიკას გუშინ ერთი პაციენტი დაემატა. ის იმ პაციენტის დედაა, რომელიც ამავე კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობს. „ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 30 პაციენტი წევს, აქედან 18-ს აქვს დადასტურებული კოვიდინფექცია. ბოლოს ახალი პაციენტი გუშინ გადმოვიყვანეთ ერთი, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი ინფიცირებულის დედა. ის თვითიზოლაციაში, ბინაზე იყო. იქ ჩაუტარდა ტესტირება და დადებითი აღმოჩნდა. მანამდე, ჩვენთან 72 საათის განმავლობაში არ შემოსულა არც ერთი ახალი პაციენტი. მედიკოსების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უკვე მივდივართ მათი რეტესტირების რეჟიმზეც. 18-დან ერთი პაციენტი არის მძიმე, მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა რიგი პარამეტრები, სუნთქვის კომპონენტისა გაუმჯობესდა. ასევე, რენდგენოლოგიურად გაუმჯობესდა სუნთქვის მდგომარეობა, რაც იმედს გვაძლევს, რომ უკეთესად წავიდეს მისი მკურნალობის საქმე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არც ერთს რაიმე განსაკუთრებული ჩარევა არ სჭირდება. ამჟამად ველოდებით ხუთი პაციენტის გამოჯანმრთელებას. ალბათ, ხვალ ან ზეგ ეს ხუთი პაციენტი დატოვებს ჩვენს კლინიკას. ასევე, „კოვიდ-19“-ზე ცხრა პირის ტესტის პასუხს ველოდებით“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)