|
2020-06-21 14:18:55, 1400 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი - რაც არ უნდა ერთმანეთში დაპირისპირებულები ვიყოთ, მაინც არის ერთი გამაერთიანებელი
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში, მისი მირების და მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების გადაწყვეტილებაც სწორედ საქართველოში გადაწყდა და ვერ გაიზიარებს იმ ოპონენტების მოსაზრებებს, რომლებიც აღნიშნულ პროცესში გარე ჩართულობაზე საუბრობს. „ცვლილებებს უნდა დავუჭიროთ მხარი და პოლიტიკურ ასპარეზზე პაექრობა გავაგრძელოთ. ეს არის ის რეალობა, რასაც თვალი უნდა გაუსწოროთ თუ კი ამ ქვეყნისთვის სტაბილურობა გვინდა. სტაბილურობა ის მთავარი ლოზუნგია, რომლითაც „ქართული ოცნება" არსებობს, სტაბილურობის გარეშე განვითარებას ადგილი არ ექნება. წარმოდგენილი ცვლილებების დღევანდელი მხარდაჭერა იმის ქვაკუთხედია, რაზედაც ჩვენი მომავალი პოლიტიკური საზოგადოება უნდა აშენდეს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)