|
2020-06-20 20:16:50, 1871 ნახვა
კომენტარი
ბესიკ თამლიანი - გამორიცხულია შს მინისტრის ნებართვის გარეშე, ვინმეს იარაღი აეღო
დარწმუნებული ვარ, რომ პასუხისმგებლობა 20 ივნისის ღამეზე, არის გიორგი გახარიაზე, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა ბესიკ თამლიანმა განაცხადა. მისი თქმით, რამდენიც არ უნდა თქვას გახარიამ, რომ არ ახსოვს 20 ივნისის დეტალები, გამორიცხულია შს მინისტრის ნებართვის გარეშე ვინმეს იარაღი აეღო. „ციხეში 300-ზე მეტი ადამიანი ჩაგვსვეს, გულდასაწყვეტია ის, რატომ და რისთვის. დიდი არაფერი მე არ გახლავართ, დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. იცით რა არის, ძალა ერთობაშია არ არის პარტიული სლოგანი, ეს ეროვნული სლოგანია. ვგრძობდი თქვენს მხარდაჭერას და ამიტომ ვიყავი პრინციპული, რათა ჩემი პრინციპულობა და ჯინიანობა წაადგეს წინ სხვა ადამიანებს. გახარიამ თქვა დამავიწყდაო 20 ივნისი. იცით რა არის, ასეთი გახარიები მომავალშიც რომ არ მოვიდნენ, რომ არ დაავიწყდეთ ის რა ჩაიდინეს, უნდა დაიდგას ერთი მონუმენტი, რომელიც იქნება შემახსენეველი იმისა, რომ როცა ხალხი ჩამოდის პროტესტის სახით, ამას უნდა მოუსმინო. დარწმუნებული ვარ, რომ პასუხისმგებლობა 20 ივნისის ღამეზე, არის გიორგი გახარიაზე, რამდენიც არ უნდა თქვას, რომ არ ახსოვს, გამორიცხულია შს მინისტრის ნებართვის გარეშე ვინმემ აიღოს იარაღი. მისი პასუხი, არის უსუსური შს მინისტრის პასუხი. მე ვფიქრობ, რომ 20 ივნისის მონუმენტი უნდა დაიდგეს, რომ მომავალში მთავრობამ იცოდეს, რომ ხალხს უნდა მოუსმინონს“, - განაცხადა თამლიანმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)