|
2020-06-19 21:25:31, 1297 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - თუ ოპოზიცია იმოქმედებს ელჩების მოწოდების შესაბამისად, ეს მათთვის უკეთესი იქნება
თუ ოპოზიცია იმოქმედებს ელჩების მოწოდების შესაბამისად, ეს მათთვის უკეთესი იქნება , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორები მართველი გუნდია და ისინი ამ ცვლილებებს მხარს უჭერენ. „თუ ისინი იმოქმედებენ ელჩების მოწოდების შესაბამისად, მათ მიერ ხელშეკრულებით აღებული პასუხისმგებლობის შესაბამისად, ეს მათთვის იქნება უკეთესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც გავა, მაგრამ მათ მიადგებათ დამატებითი, კიდევ ერთი რეპუტაციული ზიანი. ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ ელჩებს არა მხოლოდ მათი როლისთვის ამ შეთანხმების ხელმოწერაში, არამედ დღევანდელი განცხადებისთვისაც. დღევანდელი განცხადებით ელჩებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ პარტიას და თქვენ იცით, რომ ჩვენ ისედაც ვუჭერთ მხარს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ჩვენ ვართ ამ ცვლილებების ინიციატორი, მათ მოუწოდეს შესაბამისად იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც უარს ამბობენ კენჭისყრაში მონაწილეობაზე, ჩაერთონ საპარლამენტო განხილვაში და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)