02:36 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-27 18:42:53, 604 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი: ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების  ცენტრი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. 
ამის შესახებ სტოლტენბერგმა  საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
სტოლტენბერგის თქმით, აღნიშნული ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯია. 
„ჩვენ  გავხსენით ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი.  ეს ძალიან მნიშველოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული.  პირიქით,  ეს ცენტრი იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ  კიდევ უფრო გაღრმავდეს რეგიონის სართაშორისო უსაფრთხოება.ეს არის ჩვენი საერთო გზა. ჩვენ ყველაფერს  ვახორციელებთ წინასწარ  გაწერილი გეგმის თანახმად. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს, რომ ის გახდეს ნატო-ს წევრი. საქართველომ  უკვე ძალზედ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ნატო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით  თუ რა ხდება თქვენს ქვეყანაში“,-აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. 
ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულების დარღვევაზე ისაუბრა. 
მან აღნიშნა, რომ ალიანსის წევრები მუდმივად მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 
სტოლტენბერმა საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics