|
2020-06-19 12:29:12, 1717 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე - ხალხს უნდა ოპოზიციის ერთიანობა, რათა გამოვტაცოთ მიტაცებული ხელისუფლება ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“
ხალხს უნდა ოპოზიციის ერთიანობა, თანამშრომლობა, კონსოლიდაცია, იმისათვის, რომ გამოვტაცოთ მიტაცებული ხელისუფლება ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, მაჟორიტარული ოლქი არ არის მარტივი, თუმცა მაქსიმალურად უნდა იბძოლოს ოპოზიციამ, რათა გაიმარჯვოს ხალხმა. „საღმა აზრმა გაიმარჯვა, იცით რამ გაიმარჯვა, გაიმარჯვა იმან, რომ ყველამ დავსვით კითხვა, რა უნდა ხალხს. ხალხს უნდა ოპოზიციის თანამშრომლობა, ოპოზიციის ერთიანობა, ოპოზიციის კონსოლიდაცია, იმისათვის, რომ გამოვტაცოთ მიტაცებული ხელისუფლება ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ და ქვეყანამ დაიწყოს აღმშენებლობის პროცესი. მაჟორიტარული ოლქი მარტივი არ არის, მაგრამ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ მაქსიმალურად იმისთვის, რომ ხალხმა გაიმარჯვოს საბოლოო ჯამში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)