11:32 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-18 10:32:46, 1639 ნახვა

პოლიტიკა
დონალდ ტუსკი - შეშფოთებული ვართ იმით, რომ გიორგი რურუა ისევ ციხეშია

„ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ გიორგი რურუა ისევ ციხეშია“, - ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ტუსკი მხარეებს შეთანხმების სრულად განხორციელებისა და რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„ევროპის სახალხო პარტია მიესალმება 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის, როგორც ნაბიჯს, რომელიც დაძაბულობის შესამცირებლად გადაიდგა. ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ გიორგი რურუა ისევ ციხეშია. მხარეებს მოვუწოდეთ შეთანხმების სრულ განხორციელებას და რურუას განთავისუფლებას“, - წერს ტუსკი „ტვიტერზე“.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics