|
2020-06-17 21:00:19, 1566 ნახვა
რეგიონი
ქალაქ ბოლნისის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით დამატებითი ქსელი მოეწყობა
ბოლნისის სპეციფიკური რელიეფიდან გამომდინარე, ზაფხულში ქალაქ ბოლნისის გარკვეულ ქუჩებს სასმელი წყალი არ მიეწოდება. ამ პერიოდში გაზრდილია წყლის მოხმარებაც, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის ინიციატივით, დღეს ბოლნისის მერთან დავით შერაზადიშვილთან, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის მენეჯერთან ნიკოლოზ ვასაძესთან და ბოლნისის სერვისცენტრის ხელმძღვანელთან გია ყიფინთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა პრობლემის მოგვარების კონკრეტული გეგმა წარადგინეს. გეგმის ფარგლებში, 200 გრძივ მეტრზე, 160 მმ დიამეტრის მილი განთავსდება. დამატებითი ქსელი წყლის მოცულობის გაზრდას უზრუნველყოფს, რაც პრობლემური უბნებისთვის სასმელი წყლის მიწოდებას შესაძლებელს გახდის.
დეპუტატმა, მერმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა ქალაქ ბოლნისში არსებული სასმელი წყლის რეზერვუარები მოინახულეს, შემდგომ კი ქაქუცა ჩოლოყაშვილის, წმინდა ნინოსა დ იაკობ ხუცესის ქუჩების მაცხოვრებლებს გაესაუბრნენ. ნიკოლოზ ვასაძე მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას უმოკლეს დროში დაჰპირდა. მისი განცხადებით, სასმელი წყლის მიწოდება პრობლემურ ქუჩებზე 20 ივნისს მოგვარდება, მანამდე კი კომპანიის წარმომადგენლები სასმელ წყალს მოქალაქეებს სპეციალური წყალმზიდებით მიაწოდებენ. შეხვედრაზე დღეს წარმოდგენილი გეგმის შესრულების მონიტორინგს ბოლნისის მუნიციპალიტეტის თთვითმმართველობა განახორციელებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)