07:39 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-16 18:38:47, 8627 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის უწყება - ქალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება

ქალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება , - ამის შესახებ განცხადებას  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ცალკეული მედია საშუალებების მიერ, ქალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციას წარმოადგენს.  საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში მინისტრის მიერ გაკეთებულ მოხსენებაში საუბარი იყო ქალთა როლსა და მონაწილეობაზე თავდაცვის ძალების საქმიანობაში და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე. ასევე, სამინისტროს მიერ ქალებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნაზე, რათა მათ სურვილისამებრ შეძლონ ქვეყნის სამსახურში ყოფნა თავდაცვის ძალების შემადგენლობაში. შესაბამისად, ქალთა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ რაიმე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბარი არ ყოფილა და არც იგეგმება. მოვუწოდებთ მედია საშუალებებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებას.“ -  აცხადებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics