|
2020-06-15 15:53:58, 1197 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია - სააკაშვილს ერთიანი სია თუ უნდა, დაწეროს თავის ბლოკსა და ალიანსში
სააკაშვილს თუ უნდა ერთიანი სია დაწეროს თავის ბლოკში და ალიანსში, - ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ერთიანი ოპოზიციური სიის შექმნის თაობაზე. როგორც ბესელია აღნიშნავს, მსგავსი გადაწყვეტილება ამომრჩეველს წარსულის, აწმყოსა და მომავლის ერთმანეთისაგან გარჩევის შესაძლებლობას დაუკარგავს. „მე პირადად, გამოვრიცხავ ასეთის შესაძლებლობას. ეს ერთი ერთზე ჰგავს მმართველი პარტიის და სააკაშვილის სასურველ ვერსიას, რომ არსებობდეს ისევ ორი არჩევანი. ეს ერთი-ერთზე ჰგავს მმართველი პარტიისა და სააკაშვილის სასურველ სიას, რომ ისევ ორი არჩევანი არსებობდეს. ერთობა გამარჯვების საუკეთესო ფორმულა ყოველთვის არ არის, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამართლებს და ამის მაგალითი იყო 8 მარტის შეთანხმება, მაგრამ საარჩევნო სია – ყველა ერთად, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას ნიშნავს, რადგან ადამიანებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, ერთმანეთისგან გაარჩიონ წარსული, აწმყო და მომავალი. ვისაც საერთო სიაში ჩაწერა სურს, ეს მისი არჩევანია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდა.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)