|
2020-06-15 10:04:12, 1194 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა
ორთვე-ნახევრიანი პაუზის შემდეგ, დღეს, თბილისიდან ხუთი მაგისტრალური მიმართულებით პირველი მატარებლები გავიდნენ. საქართველოს რკინიგზა მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით, კოვიდ-19 თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ასრულებს. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული ინსტრუქციის თანახმად, მნიშვნელოვანია რომ მატარებელში შესვლამდე მგზავრებმა დაიცვან სოციალური დისტანცია, გაიარონ თერმოსკრინინგი, დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. პირბადის გარეშე მგზავრები მატარებელში არ დაიშვებიან, ასევე მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის დირექტორის, დაჩი ცაგურიას თქმით, მგზავრობა შესაძლებელი იქნება ხუთი მიმართულებით – თბილისი-ბათუმი, თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-ფოთი, თბილისი-ოზურგეთი, თბილისი-ქუთაისი. მისი განცხადებით, პირველ ეტაპზე, აღდგა დღის ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა. „საქართველოს რკინიგზა მგზავრებს მოუწოდებს, რომ უსაფრთხოების მიზნით, მატარებლის ბილეთები შეიძინონ ონლაინ, ასევე მაქსიმალურად დაიცვან მგზავრობის წესები“,- განაცხადა ცაგურიამ. ბათუმის მიმართულებით შტადლერის მატარებელი დღეს ზუსტად 8 საათზე გავიდა. პირველი მგზავრების განმარტებით, ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით, მზად არიან დაიცვან ყველა რეგულაცია.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)