|
2020-06-14 13:20:06, 15748 ნახვა
ომი უკრაინაში
ცერცვაძე კორონავირუსის მომატებულ შემთხვევებზე - მიმაჩნია, რომ ჯერ პირველი ტალღა არ დამთავრებულა და ეს პირველი ტალღის ნარჩენებია
მიმაჩნია, რომ ჯერ პირველი ტალღა არ დამთავრებულა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის მომატებულ შემთხვევებთან დაკავშირებით „კურიერს“ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ხელახლა შემოღების თეორიული შანსი კვლავ არსებობს. „განგაშის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ საფუძველი არსებობს იმისი, რომ არ გადავაჭარბოთ, ვთქვათ, ჩვენი თავისუფლებებით. ჯერ კორონავირუსი არსად არ წასულა. ის კვლავ აქ არის. ლაპარაკი არის ეს პირველი ტალღაა თუ მეორე ტალღაა და ეს უსაგნო ლაპარაკია. მე მიმაჩნია, რომ ჯერ პირველი ტალღა არ დამთავრებულა და ეს პირველი ტალღის ნარჩენებია. საგანგებო მდგომარეობის შემოღების თეორიული შანსი არის, ბევრმა ქვეყანამ ახლა შემოიღო საგანგებო მდგომარეობა. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ამის საჭიროება არ იქნება. ამის საჭიროება გაჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა იქნება შემთხვევების დრამატული მატება, როგორიც ჩვენს სამეზობლოშია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)