|
2020-06-13 20:14:11, 1518 ნახვა
რეგიონი
აბასთუმანში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
აბასთუმანში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მათივე განცხადებით ადგილზე დამატებით ძალები მობილიზებული იყო სამცხე-ჯავახეთიდან და ქვემო ქართლიდან. სახანძრო-სამაშველო ბრიგადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ეხმარებოდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ აბასთუმანში, ტყის მასივში შეინიშნებოდა დაკვამლიანება. შეტყობინების მიღებისთანავე შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. მეხანძრე-მაშველებს ადგილზე დახვდათ წიწვოვანი ტყის ხანძარი. მოკლე დროში მოხდა ადგილზე დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება, როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, ასევე, ქვემო ქართლიდან. ადგილზე ამ დროისთვის მუშაობს 65 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ლიკვიდაციაში, ასევე, ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი. მათ ტყის ხანძარზე უკვე განახორიციელეს წყლის 10 დასხმა. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არაა“ - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)