02:33 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-27 10:07:17, 576 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტროში ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრა მიმდინარეობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანს სტოლტენბერგს საგარეო უწყებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდგომ შეხვედრამ გაფართოებულ ფორმატში გადაინაცვლა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხთა სრულ სპექტრს და ამ მიმართულებითდაგეგმილ შემდგომ ნაბიჯებს, უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისმიმდინარეობასა და ვარშავის 2016 წლის ნატო-ს სამიტისთვის მზადების პროცესს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics