|
2020-06-13 10:20:00, 7725 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სპორტულ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება და მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენი დაჭრილი სამხედროების ჩართულობა სპორტში, პარაოლიმპიურ სახეობებში, ნამდვილად საამაყოა. ჩვენი დაუმარცხებელი დაჭრილი სამხედროების ჩართულობა სპორტში მათი ბრძოლის გაგრძელებაა, რადგან ესეც ბრძოლაა - ისინი წარმოაჩენენ ჩვენს ქვეყანას. სულ რამდენიმე შედეგს ჩამოგითვლით: მოპოვებული გვაქვს ფრენბურთში (გუნდურ ასპარეზობაში) 2 ოქრო, რვა სახეობაში - 41 ოქრო , 55 ვერცხლი, და 7 ბრინჯაო - ამით ყველაფერია ნათქვამი. მადლობა ჩვენს სამხედროებს“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. თავდაცვის მინისტრმა დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის ამერიკელი პარტნიორების დახმარებით განხორციელებულ პროექტზეც ისაუბრა. „მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო ის უნიკალური პროექტი, რომლიც განხორციელდა ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. იანვრის თვეში გავხსენით მულტიპროფილური სარეაბილიტაციო ცენტრი დაჭრილ/დაშავებული სამხედროებისთვის, რომელიც უნიკალურია მთელს რეგიონში კი არა, შეიძლება ითქვას მთელს ევროპაშიც. ამ პროექტის განხორციელებისთვის დაიხარჯა 5.5 მილიონი დოლარი, აქედან 1 მილიონი არის ჩვენი თანადაფინანსება, დანარჩენი სრულად გაიღო ამერიკულმა მხარემ. მადლობა მათ ჩვენი სამხედროების დაფასებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)