20:09 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-12 21:12:17, 7272 ნახვა

სამხედრო
ღარიბაშვილი - მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, არ დავუშვებ არცერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებას ქართულ ჯარში

მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, არ დავუშვებ არცერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებას ქართულ ჯარში. ჩემი რეაგირება იქნება მაქსიმალურად მკაცრი, როგორიც კანონის მიხედვით განსაზღვრული და გაწერილია, - ამის შესახებ,  თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილმა ამ განცხადებით „მინისტრთა საათზე“ ოპონენტებს უპასუხა და აღნიშნა, რომ სამხედროების 99% აპოლიტიკურია.

„მე გულწრფელად გეტყვით,  რომ  ჩვენი სამხედროების 99% აპოლიტიკურია. თუ 1% ან 0.1% არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, მათ კანონის ფარგლებში სათანადო ადგილს მივუჩენთ,  ზედმეტი ჩარევა არ დაგვჭირდება. როცა დავინიშნე თანამდებობაზე, მე ვთქვი, რომ ჯარში მე არ შემომაქვს არავითარი პოლიტიკური ინტერესი, მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი პრემიერ-მინისტრი და ახლაც პარტიის პოლიტიკური მდივანი ვარ. ვერცერთ პრეცედენტს ვერ დამისახელებთ ვერცერთი ჩვენი ვითომ ოპონენტი და დესტრუქციული ძალა, რეალურად ანტიეროვნული ძალები, რომლებიც ცდილობენ ყველას და ყველაფრის წაბილწვასა და პოლიტიზებას. ჩვენ ვიქნებით ძალიან ყურადღებით და დავაკვირდებით ამ პროცესს ძალიან დიდი ყურადღებით“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics