14:44 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-12 14:31:37, 2405 ნახვა

მსოფლიო
NBC კიდევ ერთი ფერადკანიანი მამაკაცის დაკავების კადრებს ავრცელებს - მამაკაცი დაკავებისას გარდაიცვალა

NBC  კიდევ ერთი ფერადკანიანი მამაკაცის დაკავების კადრებს ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ვიდეოცანაწირი ოკლაჰომას პოლიციამ გაავრცელა. 

ვიდეოში 42 წლის დერიკ სკოტის დაკავების ფაქტია ასახული. სკოტი დაპატიმრებისას გარდაიცვალა.

NBC NEWS-ის ცნობით, ვიდეო შარშან, ოკლაჰომაშია გადაღებული.

კადრებიდან ირკვევა, რომ ორი პოლიციელი გაქცეულ დერეკ სკოტს მისდევს, დაეწევა და მიწაზე აწვენს. დაკავებული სკოტი ამბობს, რომ „ვერ სუნთქავს“. საპასუხოდ კი პოლიციელი ამბობს, რომ „არ აინტერესებს“.

ადგილზე მისულმა სამედიცინო პერსონალმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო და დაკავებიდან ერთი საათის შემდეგ, სკოტი გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, სკოტის სიკვდილის მიზეზი ფილტვის კოლაფსი გახდა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics