09:23 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-12 13:34:09, 2295 ნახვა

პოლიტიკა
ქორწილზე, ნათლობასა და სხვა ღონისძიებაზე 10-ზე მეტი პირის თავშეყრის შემთხვევაში, იქ მყოფი თითოეული პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება

ქორწილზე, ნათლობასა და სხვა ღონისძიებაზე 10-ზე მეტი პირის თავშეყრის შემთხვევაში,  იქ მყოფი თითოეული პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება, - ამის შესახებ პარლემნტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომაროემ ანრი ოხანაშვიმა განაცხადა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩამოთვლილ ღონისძიებაზე 10-ზე მეტი პირის თავშეყრის შემთხვევაში,  იურიდიული პირის მიმართ 10 000 ლარიანი ჯარიმა გამოიწერება.

„სოციალურ ღონისძიებებზე, როგორიც არის ნათლობა, იუბილე, მოგეხსენებათ, რომ ეს უფლებები შეზღუდულია 15 ივლისამდე. 10-ზე მეტი პირის თავშეყრა, ქორწილის, ნათლობის, იუბილის, ქელეხის გადახდის მიზნით, დაჯარიმდება. ამიტომ როგორც ფიზიკური პირის მიმართ გამოწერილი იქნება 2 000 ლარინაი ჯარიმა, ასევე გამოყნებული იქნება ყველა იქ მყოფი პირის მიმართ 2000-ლარიანი ჯარიმა, ასევე იურიდიული პირის მიმართ 10 000-ლარიანი ჯარიმა. ამიტომ დიდი თხოვნით მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ ამ სოციალური ღონისძიებების გამართვისგან 15 ივლისამდე თავი შევიკავოთ.

პირბადის ტარება კი მოგვიწევს პანდემიის და ეპიდემიის ფარგლებში, თუმცა, თუ ეს სიტუაცია იმდენად კარგად იქნება ადმინისტრირებული და კონტროლს დაქვემდებარებული საქართველოში, შესაძლებელია, პანდემია იყოს, მაგრამ წესი არ დაგვჭირდეს და გავაუქმოთ კიდეც პირობითად, სექტემბერში. ეს არის ყოველდღიური განხილვის საკითხი ეპიდემიოლოგების, საერთაშორისო ექსპერტების და საკოორდინაციო საბჭოსი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics