|
2020-06-11 14:07:12, 18173 ნახვა
ომი უკრაინაში
წულუკიანი: პენიტენციური სამსახური გამოიჩენს სათანადო სიმკაცრეს იმისთვის, რომ საქართველოში საპატიმრო ვირუსის მიღმა დარჩეს
„როდესაც დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ვირუსის რამდენიმე შემთხვევაა და დაინფიცირების წყარო ვერ დგინდება, ჩვენი ვალია, შემოვკრათ განგაშის ზარს და დღესვე მოვუწოდოთ საზოგადოებას - ვიყოთ ფრთხილად, ნუ მივიყვანთ მდგომარეობას იქამდე, რომ გამრავლდეს შემთხვევები, როდესაც არ გვეცოდინება დაინფიცირების წყარო“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მან ისაუბრა იმ პრევენციულ ზომებზე, რაც იუსტიციის სამინისტროში, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში გაგრძელდება იმისთვის, რომ სისტემა ვირუსის შეტანისგან დაცული იყოს. „რა თქმა უნდა, გაგრძელდება ზრუნვა იმისათვის, რომ საპატიმროებში არ იქნეს ვირუსი შეტანილი, თუმცა ამ ეტაპზე მინდა დავამშვიდო პატიმრებიც და მათი ოჯახებიც, რომ ხანმოკლე პაემნები, ამანათებისა და სხვა გზავნილების მიღება გაგრძელდება, თუმცა გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმას, რომ ამის მიღმა პენიტენციური სამსახური გამოიჩენს სათანადო სიმკაცრეს იმისთვის, რომ საპატიმრო საქართველოში დარჩეს ვირუსის მიღმა. დანარჩენი სისტემის ფარგლებში, იუსტიციელები გააგრძელებენ, როგორც აქამდე იყვნენ, სავარაუდოდ, სექტემბრის თვემდე სახლიდან მუშაობას, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მათი სამსახურში გამოცხადება არის მკაცრად აუცილებელი. ამით ჩვენ გვინდა მაგალითი ვაჩვენოთ ასევე კერძო სტრუქტურებს იმისათვის, რომ სხვადასხვა თანამშრომელი სამსახურში არ იქნეს გამოძახებული, მიუხედავად იმისა, მისი მოსვლა არის თუ არა მნიშვნელოვანი კომპანიის ფუნქციონირებისთვის“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)