|
2020-06-11 13:42:37, 18297 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - შეგვიძლია სომხეთს ლუგარის ლაბორატორიაში დღეში 500-დან-1000 PCR ტესტამდე ჩავუტაროთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სომხეთს კორონავირუსზე მათი მოქალაქეების ანალიზების გამოკვლევას ლუგარის ლაბორატორიაში სთავაზობს. ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს შეუძლია სომხეთს დღეში 500-დან-1000 PCR ტესტამდე ჩაუტაროს. „მე როგორც ინფორმაცია მაქვს, დღეს საღამოს შედგება სომხეთისა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი და სომხეთის დახმარების საკითხთან დაკავშირებული დეტალები იქ გაირკვევა. მე შემიძლია დაავადებათა კონტროლის ცენტრის კომპეტენციით გითხრათ, რომ შეგვიძლია ტესტირებაში დახმარება. ჩვენ შეგვიძლია, დღეში 500-დან 1000 - PCR ტესტამდე შეგვიძლია ჩავუტაროთ იქ აღებულ ნიმუშებს“, - განაცხადა გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველო სომხეთს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სამედიცინო პერსონალით დაეხმარება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)