|
2020-06-11 12:52:49, 2665 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი კონგრესმენების განცხადებაზე - ეს არის დოკუმენტი, რომელსაც არანაირი ძალა არ აქვს
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, რესპუბლიკური პარტიის კონგრესმენების კრიტიკას არანაირი ძალა არ აქვს. მისი თქმით, ეს არის კვლევა, რომელსაც ხელს აწერს ჩვენთვის პატივსაცემი კონგრესმენები. „სასაცილოა და როგორ შეიძლება ამაზე სერიოზული მსჯელობა საერთოდ. ვფიქრობ, ამას ყურადღება უნდა მიაქციონ ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, თუ როგორ ცდილობს ოპოზიცია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი შემოყვანას ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესში და საარჩევნო პროცესში. დღეს მოვისმინე ოპონენტების პირველი რეაქციები კონგრესმენების განცხადებაზე. ეს არის ზუსტად ის მაგალითი, თუ როგორ ცდილობს ოპოზიცია ის, რაც ითქმება ჩვენი პარტნიორების მხრიდან იყოს გამოუყენებული ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის და ის ითარგმნის როგორც მათი მხარდაჭერა. ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ძალა არ აქვს. ეს არის კვლევა, რომელიც არის ჩატარებული რესპუბლიკური სასწავლო კვლევითი ცენტრის მიერ. არც აღმასრულებელი და არც საკანონმდებლო ძალა და დანიშნულება ამ დოკუმენტს არ აქვს. ეს არის კვლევა, რომელსაც ხელს აწერს ჩვენთვის პატივსაცემი კონგრესმენები“, - განაცხადა ზალკალიანმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის კომიტეტი ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ „ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)