|
2020-06-09 14:41:10, 2002 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე: ვამაყობ, რომ აჭარაში არ გვაქვს გაჩერებული პროექტები
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს უმაღლეს საბჭოში ანგარიშით წარსდგა. თორნიკე რიჟვაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც მთელ საქართველოში არსებობდა კორონავირუსის პანდემიის გამო, რეგიონში არც ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეჩერებულა. მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა რეგიონში სამი ქალაქის მშენებლობის მნიშვნელობას და ამ პრექტების მიმდინარეობის დინამიურობას. „ვამაყობ რომ არ გვაქვს გაჩერებული პროექტები მიუხედავად პანდემიისა. ჩვენ არ გაგვიჩერებია იმ სამი ქალაქის მშენებლობა, რომელიც დავიწყეთ დაახლოებით ერთი წლის წინ. ეს არის განათლების და მეცნიერების ქალაქი, რომელსაც, იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს დავასრულებთ. ასევე, იცით, რომ ოცნების ქალაქის მშენებლობა დავიწყეთ თებერვლის თვეში და არც ერთი დღით არ გაჩერებულა მშენებლობა. პირველ ეტაპზე 580 ოჯახი დაკმაყოფილდება. ამის პარალელურად, მიმდინარეობდა მუშაობა კრიტერიუმებზე და პროცესის დასრულების შემდეგ ეს ინფორმაცია გახდება ყველასთვის ცნობილი. მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანია კერძო საინვესიტიციო პროექტი, „მწვანე ქალაქი" ქობულეთში, ყველა სანებართვო პროცედურა უკვე გავლილია და ამ ზაფხულში ძალიან მასშტაბურად დავიწყებთ სამუშაოებს. ეს პროექტი იქნება უპრეცედენტო როგორც ინვესტიციების მოცულობით, ასევე დატვირთვით და ტურისტული მნიშვნელობით", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)