|
2020-06-05 20:17:05, 3641 ნახვა
კომენტარი
თურნავა - ჩვენ და ოპოზიცია ბევრ საკითხში ვერასოდეს შევთანხმდებით, რადგან ჩვენ სხვა პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
„რასაკვირველია, ჩვენ და ოპოზიცია ბევრ საკითხში ვერასოდეს შევთანხმდებით, რაც ბუნებრივიცაა. ჩვენ სხვა პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვსაუბრობთ და ვმოქმედებთ. ისინი მხოლოდ თავის ხმამაღალ განცხადებებზე აგებენ ან ზოგჯერ არც აგებენ პასუხს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დახურული მოსმენის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრმა საპარლამენტო კომიტეტის მოსმენა „საქმიანად" და „პროდუქტიულად" შეაფასა. „ნებისმიერ შემთხვევაში, კარგია მსგავსი თუ სხვა ფორმატის მოსმენები, შეხვედრები დეპუტატებთან როგორც ოპოზიციიდან, ასევე უმრავლესობიდან," - აღნიშნა მან. ნათია თურნავას განცხადებით, მსგავს მოსმენებს ყოველთვის თავისი სარგებელი მოაქვს, მაგრამ მათი დასრულების შემდეგ კამერები ოპოზიციაზე კომენტარების გაკეთებისას მაგიურად მოქმედებს. „კამერები ძალიან მაგიურად მოქმედებს ხოლმე ოპოზიციის დეპუტატებზე, ეს უფრო მათი პოლიტიკური დღის წესრიგითაა ნაკარნახევი. ოპოზიციის დეპუტატებმა ჩვენი პასუხები მოისმინეს და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად გაიგეს", - აღნიშნა მინისტრმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)