01:00 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-05 16:36:21, 3386 ნახვა

კომენტარი
გახარია - გავრილოვი სავარძელში იყო უკიდურესად დიდი შეცდომა და ეს თავიდანვე იყო ნათქვამი

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ისაუბრა „გავრილოვის ღამეზე“ და განაცხადა, რომ გავრილოვი სავარძელში იყო უკიდურესად დიდი შეცდომა და ეს თავიდანვე იყო ნათქვამი.

მანვე განმარტა, რომ მიუხედავად ამისა, ეს ფაქტი არავის აძლევს იმის უფლებას, რომ იოცნებოს რაღაც რევოლუციებსა და გადატრიალებაზე.

„გავიგე, რომ ვიღაცებს თავი უნდათ და ცდილობენ, რომ გმირებად წარმოადგინონ, მაგრამ 20 ივნისი იყო ჩვეულებრივი შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე, პარლამენტზე. ისიც კარგად მესმის, რომ გავრილოვი სავარძელში იყო უკიდურესად დიდი შეცდომა და ეს თავიდანვე იყო ნათქვამი. შეცდომაზე უფრო მძიმედ შეიძლება ამის შეფასებას. მაგრამ ეს არავის არ აძლევს იმის უფლებას, რომ ქვეყანაში მოუწოდოს ვინმეს კი არა, იოცნებოს რაღაც რევოლუციებსა და გადატრიალებაზე“, - აღნიშნა გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, ჩვენმა ქვეყანამ პარლამენტში შევარდნები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაასრულოს.

„ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანამ ისტორიას უნდა ჩააბაროს პარლამენტში შევარდნები. ეს ქვეყანა უნდა მიხვდეს და მიეჩვიოს იმას, რომ არჩევნები და ამომრჩევლის ურნა არის ის ადგილი, სადაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ“, - განაცხადა პრემირმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics