06:57 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-04 21:36:12, 3591 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა" თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან, 6 ოლქს თმობს

„ნაციონალური მოძრაობა" თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან, 6 მაჟორიტარულ ოლქს თმობს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის ორ რაიონში ისანსა და სამგორში იწყებს საარჩევნო კამპანიას.

„ნაციონალური მოძრაობა" თმობს თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 მაჟორიტარულ ოლქს. ამით ჩვენ ვდემონსტრირებთ იმას, რომ ჩვენ პარტია არ გამოდის ვიწრო პოლიტიკური ინტერესიდან და არ იბრძვის საკუთარი პარტიული რეზულტატის გაუმჯობესებისთვის. ჩვენ ვიბრძვით ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის.

ხვალიდან „ნაციონალური მოძრობას საარჩევნო კამპანიას იწყებს თბილისის ორ რაიონში, სამგორისა და ისნის რაიონები, იწყებს ბრძოლას გამარჯვებისთვის და გზას უხსნის ყველა მომცრო ოპოზიციურ პარტიას, რომ მოხდეს სრული შეთანხმება და წარმოდგენილები ვიყოთ ოლქებში ყველა ძლიერი კანდიდატით", - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics