|
2020-06-04 12:12:35, 1245 ნახვა
საზოგადოება
ტიკარაძე - პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში, გარკვეული ხარვეზები ჯანდაცვის სისტემამაშიც გამოიკვეთა, რომლის გამოსწორებაზეც მუშაობას ვიწყებთ
პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში, გარკვეული ხარვეზები ჯანდაცვის სისტემამაშიც გამოიკვეთა, რომლის გამოსწორებაზეც მუშაობას ვიწყებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია გვქონდეს ის სისტემა, რომელსაც არ სჭირდება საგანგებო ღონისძიებების გამოცხადება და ნებისმიერი პანდემიის პირობებში შეძლებს შესაფერისი პასუხი გასცეს ყველანაირ გამოწვევას. „კორექტული იქნება თუ დაველოდებით ანგარიშს და შემდეგ ფართო საზოგადებასთან ერთად ვიმსჯელებთ ერთობლივად. გვინდა ფართო განხილვის საგანი გავხადოთ ეს და ერთობლივად დავადგინოთ სხვა სუსტი წერტილებიც, რომელიც შეიძლება მთავრობას ამ ეტაპისთვის არ აქვს დადგენილი. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული საჭიროებები, რომელიც გამოვლინდა ჯანდაცვაში. ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყოველივე ამას მივუდგეთ უფრო გლობალურად, რათა გვქონდეს ის სისტემა, რომელსაც არ სჭირდება საგანგებო ღონისძიებების გამოცხადება და ნებისმიერი პანდემიის პირობებში ის შეძლებს გასცეს შესაფერისი პასუხი ყველანაირ გამოწვევას. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ჯანდაცვის სიტემას. გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა ჯანდაცვის სისტემამაშიც, რომლის გამოსწორებაზეც ვიწყებთ მუშაობას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)