12:47 - 20 Aug, 2026
|
2020-06-04 10:42:31, 17596 ნახვა
ომი უკრაინაში
ეზუგბაია - COVID-19-ით ინფიცირებული 1 ახალი პაციენტი ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა. მისი თქმით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა უკვე 80%-ს გადააჭარბა. „ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 144 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა თითქმის სამნახევარჯერ უსწრებს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს და გამოჯანმრთელებულებისპროცენტული მაჩვენებელი უკვე 80-ზე მეტია. ეს ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა არის არსებული წყარო და მიეკუთვნება საბურთალოს. ის არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტით დაინფიცირებული“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)