05:34 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-02 10:15:36, 1366 ნახვა

პოლიტიკა
კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც თავშეყრის ადგილას პირბადის გარეშე ყოფნის შემთხვევაში ჯარიმის გამოწერას ითვალისწინებს, უკვე დაიწყო

იურიდიულ და ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტები მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც თავშეყრის ადგილას პირბადის გარეშე ყოფნის შემთხვევაში ჯარიმის გამოწერას ითვალისწინებს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ კანონპროექტს სავარაუდოდ მომდევნო კვირაში მიიღებენ.

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დავიწყეთ მუშაობა ამ პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვსურს, რომ მაქსიმალურად სწრაფად დავაინიციროთ ეს პროექტი იმისთვის, რომ დეტალურად გავწეროთ რა ტიპის დარღვევებია ყველაზე ხშირი და ამ დარღვევების შემთხვევაში რა ტიპის სანქცია შეიძლება იყოს გათვალისწინებული. აქ საუბარია იმაზე, რომ პასუხისმგებლობა და სანქცია იყოს ისეთი, რომელიც არ იქნება საზოგადოებისთვის დიდი ტვირთი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics