|
2020-06-01 14:00:46, 1226 ნახვა
კომენტარი
„GEO - Georgia’s Environmental Outlook“ დამფუძნებელი: გარემოს დაცვის მიმართულებებით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავდა
„მივესალმები სატყეო სექტორის, დაცული ტერიტორიების, ჰაერის დაცვის, ნარჩენების მართვის, წყლის რესურსების მართვის, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) სფეროში და გარემოს დაცვის სექტორში მიმდინარე რეფორმებს. მინდა აღვნიშნო, რომ საკანონმდებლო ბაზის შექმნა არის საწყისი ეტაპი, რომელსაც შემდეგ აღსრულება სჭირდება. ამ სფეროში ჩართულ ყველა ადამიანს, მინდა წარმატება ვუსურვო“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „GEO - Georgia’s Environmental Outlook“ დამფუძნებელმა, ხათუნა გოგალაძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა გარემოსდაცვითი მიმართულების მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმების შესახებ ისაუბრა. როგორც მინისტრმა შეხედრაზე აღნიშნა, ქვეყანას უკვე აქვს ტყის ახალი კოდექსი, რომელიც ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის მართვა სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს. გარდა ამისა, მთავრობამ სულ ახლახანს დაამტკიცა მწარმოებლის გაფართოვებული ვალდებულებების ნორმატივები, რაც ასევე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და მწვანე ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებს ქმნის.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)