|
2020-06-01 13:22:22, 1250 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი - საკონსტიტუციო ცვლილება ჩვენ არ გვჭირდება, ეს სჭირდება ოპოზიციას
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება ოპოზიცია იმისთვის, რომ იქნებ როგორმე მოხვდნენ პარლამენტში. მისი თქმით, მმართველ გუნდს ეს ცვლილება არ სჭირდება. „სახელისუფლო გუნდი დგას იქ, სადაც თავიდანვე იდგა და ის ამბობს და არის ერთსულოვანი იმაში, რომ არამხოლოდ საყოველთაო განხილვები დაიწყება საკონსტიტუციო კანონპროექტის, როგორც ამას ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა, არამედ უმრავლესობა ერთხმად უყრის კენჭს ამ ცვლილებებს. ეს არის ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ არ გვჭირდება, ეს არის ცვლილებები, რომელიც ოპოზიციას სჭირდება. შეთანხმებისამებრ ჩვენ ამ ცვლილებებს გავატარებთ სიცოცხლეში. თუ კი ოპოზიცია ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმება არ სრულდებაო და ცვლილებებს ხმას არ მისცემს, ეს იქება საბაბი, რომ ჩაშალონ ეს რეფორმა, რომელიც რეალურად მათივე ინიციატივით ტარდება და რომელიც მათთვისვე არის საჭირო იმისთვის, რომ იქნებ როგორმე მოხვდნენ პარლამენტში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)