|
2020-06-01 12:38:19, 1295 ნახვა
კომენტარი
გახარია - მსოფლიოში ვერც ერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვირუსს ვერ დაამარცხებს
„მსოფლიოში ვერც ერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვირუსს ვერ დაამარცხებს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ესაა გლობალური გამოწვევა და მასთან გამარჯვება მსოფლიო ერთად უნდა იზეიმოს. „მას შემდეგ რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოქმედდა დღეს შეგვიძლია ვთქვათ რომ ღია რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, მოლები, ყველა სახის ბაზრობები არის გახსნილი. რეალურად ფაქტია ის, რომ ეს ყველაფერი იწვევს ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების მობილობის ზრდას, რაც ვირუსის გავრცელების უფრო მეტ რისკს ქმნის. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუს ჩვენ არ დაგვიმარცხებია. საერთოდ შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყანაში ვირუსის დამარცხება. მსოფლიოში ვერც ერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვირუსს ვერ დაამარცხებს. ესაა გლობალური გამოწვევა და მასთან გამარჯვება მსოფლიო ერთად უნდა იზეიმოს. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანაა ვირუსის გავრცელების კონტროლი როგორც დროში, ასევე სივრცეში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენ ქვეყანაშ გაგვიჩნდა ორი ახალი კლასტერი ერთი თბილისში და ერთი მარნეულში. აქ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა არის ელემენტარული წესების დაცვა და მინდა თითოეულ ჩვენგანს მოვუწოდო რომ ვატაროთ ნიღბები. ესაა უკიდურესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)