|
2020-06-01 11:02:09, 2926 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
ზაფხულის დასაწყისში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. ზაფხული ხომ სიყვარულითა და სითბოთია სავსე, ისევე როგორც ბავშვები, რომლებიც სამყაროში სიკეთესა და სისპეტაკეს განასახიერებენ. ჩვენი, ყველას მოვალეობაა მათ უსაფრთხო გარემო შევუქმნათ, სწორი ღირებულებებით აღვზარდოთ, რათა მომავალში ახალმა თაობამ საქართველოს არაერთი წარმატება მოუტანოს. წელს ამ დღეს კორონავირუსის პანდემიის გამო დიდი ღონისძიებების გარეშე აღვნიშნავთ, ვალდებულები ვართ ყველა რეკომენდაცია ზედიწევნით შევასრულოთ, რათა საფრთხე არ შევუქმნათ ჩვენსა და ჩვენი პატარების ჯანმრთელობას. ბოლნისის მუნიციპალიტეტს ნათლად აქვს გააზრებული მისი პასუხისმგებლომა მომავალი თაობის აღზრდის პროცესში. ამიტომ ჩვენ, ცენტრალურ მთავრობასთან ერთად, პატარების განვითარებისთვის შესაბამისი პირობები შექმნის მიზნით, არაერთ სოციალურ და საგანმანათლებლო პროგრამას ვახორციელებთ. მსურს, თოთოეულ პატარს ნათელი მომავალი ვუსურვო. მშობლებს კი მოვუწოდებ არასდროს დაგვევიწყებინოს, რომ ბავშვები სრულფასოვანი პიროვნებები არიან, ამიტომ მათ პატივისცემით უნდა მოვეპყროთ, სიყვარული და სითბო არ მოვაკლოთ. ვისურვებდი, საქართველოსა და მთელს მსოფლიოში, ყველა ბავშვს უზრუნველად ეცხოვროს. ბავშვობის პერიოდი სამყაროს შეცნობასა და საინტერესო იდეების განხორციელებაში გაეტარებინოთ. ჩვენი პატარები ამ ქვეყნად ყოველივე საუკეთესოს უდავოდ იმსახურებენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)