|
2020-05-29 23:58:05, 9479 ნახვა
სხვადასხვა
დავიღალე იმით რომ გვხოცავენ - ნაომი კემპბელი, ბარაკ ობამა და ვიოლა დევისი აფროამერიკელის მკვლელობაზე
მინეაპოლისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლიოდის მკვლელობის ფაქტს ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან. - აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ ეს არ უნდა იყოს ნორმალური 2020 წლის ამერიკაში. „ეს არ უნდა იყოს „ნორმალური“ 2020 წლის ამერიკაში. ეს ვერ იქნება „ნორმალური“. თუ გვსურს, რომ ჩვენი შვილები გაიზარდონ ქვეყანაში, რომელიც თავის უმაღლეს იდეალებს შეესაბამება, ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვიყოთ უკეთესები. - წერს ობამა. მინეაპოლისში, დემონსტრანტები მეოთხე ღამის განმავლობაში უპირისპირდებოდნენ პოლიციის სპეცრაზმს, რომელიც მათ ცრემლსადენი გაზით პასუხობდა. მწვავე პროტესტის მიზეზი შავკანიანი მამაკაცის ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი გახდა. მთელი ამერიკის მასშტაბით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს დაკავებული შავკანიანი მამაკაცი, რომელიც პირქვე წევს და მძიმედ სუნთქავს. თეთრკანიან პოლიციელს კი მუხლი მის კისერზე რამდენიმე წუთის მანძილზე აქვს დაბჯენილი. შემთხვევის შემსწრემ ვიდეო ორშაბათ საღამოს ჩაიწერა, როდესაც ხელბორკილდადებული, 46 წლის ჯორჯ ფლოიდი, სახით ქვემოთ იწვა, შველას ითხოვდა და იმეორებდა: "გთხოვთ, ვერ ვსუნთქავ". ამის შემდეგ კი მოძრაობა შეწყვიტა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)