|
2020-05-29 14:33:59, 1291 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - რეგლამენტის დაცვა მოგვცემს საშუალებას, ვიზრუნოთ მეტად ხალხზე, ვიდრე ვიდგეთ და დემაგოგიურ შეკითხვებს ვუპასუხოთ
მკაცრად დაიცავით რეგლამენტი, ეს მოგვცემს საშუალებას, ხალხზე მეტი ვიზრუნოთ, ვიდრე ვიდგეთ აქ და ზოგიერთ დემაგოგიურ შეკითხვას ვუპასუხოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში ინტერპელაციის წესით შეკითხვებზე-პასუხის გაცემისას განაცხადა. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ზუსტად ერთი დღით ადრე ვიდექით ამ ტრიბუნასთან და მაქსიმალურად გავეცით პასუხი ყველა შეკითხვას, რომელიც დასმული იყო პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში. თუმცა ჩვენ პატივს ვცემთ პარლამენტს, რეგლამენტს, კანონს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ აქ ვდგავართ და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს. ბატონო თავმჯდომარე, მინდა, გთხოვოთ, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ ჩვენ 11 საათი აქ ვიდექით და ეს იყო სულ ერთ დღის წინ, მკაცრად დაიცვათ რეგლამენტი. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ ელემენტარულად, ხალხზე მეტი ვიზრუნოთ, ვიდრე ვიდგეთ აქ და ზოგიერთ დემაგოგიურ შეკითხვებს ვუპასუხოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)