15:23 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-29 11:26:36, 1206 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე მუნიციპალური ავტობუსების შემოწმებისა და დეზინფექციის პროცესს გაეცნო

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე N2 ავტობაზაზე იმყოფებოდა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენამდე, მუნიციპალური ავტობუსების საბოლოო შემოწმებისა და სპეციალური წესით დამუშავების პროცესს გაეცნო. 

კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ 29 მაისიდან მგზავრებს სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მოემსახუროს. 

„ხვალ დილიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება. როგორც ავტობუსები და მეტრო, ასევე, მიკროავტობუსები სრულ მზადყოფნაშია. ახლა მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, რაც ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მგზავრებმა აუცილებლად იქონიონ პირბადეები, რადგან მათ გარეშე გადაადგილება შეუძლებელი იქნება. მინდა, საზოგადოებას მხარდაჭერა და თანადგომა ვთხოვო, რადგან ყველა ვხვდებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის გაფრთხილება. ხელი შევუწყოთ ერთმანეთს, როგორც ეს წინა პერიოდში გავაკეთეთ. ის, რომ დღეს საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რა თქმა უნდა, საზოგადოების ძალიან დიდი დამსახურებაა. იმედი მაქვს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის დროს ყველა ის მოთხოვნა მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, რომელზეც ვსაუბრობთ“, - განაცხადა კალაძემ. 

29 მაისიდან თბილისში ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი -  მეტრო, მუნიციპალური ავტობუსები და  მიკროავტობუსები მუშაობას განაახლებს.  მგზავრებს  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 550 ავტობუსი მოემსახურება.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები, სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად, მაქსიმალურად იქნება დაცული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics