2015-08-24 14:36:46, 551 ნახვა
საზოგადოება
სემეკმა "თელასს" დენის შესყიდვის სავარაუდო ფასად 11,173 თეთრი განუსაზღვრა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სს „თელასის“ სამომხმარებლო ტარიფში შემავალი ორი კომპონენტის - საოპერაციო დანახარჯებისა და ელექტროენერგიის შესყიდვის კომპონენტის შესახებ წინასწარი საჯარო განხილვა მიმდინარეობს.
სემეკმა "თელასს" 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, დენის შესყიდვის სავარაუდო ფასად 11,173 თეთრი კვტ.სთ-ზე განუსაზღვრა.
დღეის მდგომარეობით კი, საშუალო ფასი არის 5,480 თეთრი კვტ-სტ-ზე.
სემეკის მიერ "თელასის“ ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადად 2015 წლის 18 დეკემბერია დასახელებული.
თუმცა, სემეკ-ის წევრი გოჩა შონია მიიჩნევს, რომ "თელასის" სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე იქნება მიღებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან